"შემახე ამნისტია" - ამ სლოგანით პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია გაიმართა. საკანონდებლო ორგანოსთან პატიმრების ახლობლები და ნათესავები შეიკრიბნენ, მათი მოთხოვნაა პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი დროულად მიიღოს და აქტი ნამდვილად საყოველთაო იყოს.
პარტია "პროგრესული საქართველოს" წევრი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ფართომასშტაბიანი ამნისტიის დადგენილება უნდა გამოსცეს.
"დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანია, რომ საკანონმდებლო ორგანომ გამოსცეს ფართომასშტაბიანი ამნისტია. ვახსენებთ პარლამენტარებს, რომ მიიღონ საყოველთაო ამნისტია,"- აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.