კელი დეგნანი კვლავ მოუწოდებს ოპოზიციას, რომ გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა. დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა აუცილებელია იმისთვისაც, რომ მომავალი არჩევნები იმავე სისტემით არ ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებებით ქვეყანამ საბოლოოდ მოაგვაროს ეს პრობლემა.
პარლამენტის მრავალპარტიულობის მნიშვნელობაზე, დღეს, კიდევ ერთხელ მიანიშნეს ოპონენტებს "ქართული ოცნებიდანაც".
ოპოზიციის ნაწილი კი, ელჩის გზავნილებიდან, აქცენტს ქვეყანაში არჩევნების მიმართ ნდობის დაკარგვაზე აკეთებს.