პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე "სამართლიანი არჩევნების" მიერ არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლაში გამოვლენილ ხარვეზებს და შემდგომ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას:
"პროცესები როგორც წარიმართა, იმის საფუძველს იძლევა, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ვიფიქროთ, ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა კანონით დადგენილი წესით, არა კონსტიტუციისა და არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას. შესაბამისად, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.