81 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - მე-10 მოწვევის პარლამენტმა მიიღო პირველი რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს.
16 პუნქტად გაიწერა ის მთავარი საგარეო პრიორიტეტები, რაზეც მომდევნო 4 წელი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იმუშავებს.
დოკუმენტი საგარეო პოლიტიკის შესახებ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - ქვეყნის დეოკუპაცია, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული ომის საფრთხეები, საერთაშორისო დავები რუსეთის წინააღმდეგ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან.