"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ISFED-ის შეცდომა მის გასანადგურებლად გამოიყენოს.
გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლებას მისთვის არასასურველი, დამოუკიდებელი ორგანიზაციის ჩამოშორება უნდა.
"ეს არის დამახასიათებელი ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმისთვის - პუტინის რუსეთი, ასლან აბაშიძე, რომ ყველა ვითარების გამოყენებას ცდილობ დისკრედიტაციისთვის. როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ, ეს რეაქცია მეტყველებს იმაზე, რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთია შეცდომა და მეორეა ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისთვის,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.