17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
რა არის გამოსავალი შეთანხმების გარდა, ეს არის ქაოსი და ამ ქაოსში მონაწილეობის მიღება არ მინდა - ლევან იოსელიანი

"მოქალაქეების" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდი მნიშვნელოვანი შედეგით ჩაივლის.

როგორც იოსელიანმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება, რაც მომავალში ქვეყანაში არჩევნებისთვის ნდობის დაბრუნების გარანტი იქნება.

"წინ არის დაგეგმილი მე-5 რაუნდი, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს შედეგის მომტანი, რომელიც გულისხმობს კონკრეტული შეთანხმების გამოტანას. ცუდად რომ ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები, ეს დადასტურებული ფაქტია და ამისთვის გვაქვს შანსი, რომ დღეს ჩვენ მათ გადავახდევინოთ მაღალი პოლიტიკური ფასი. ამას უსვამს ხაზს ქალბატონი კელი დეგნანი, ეს არის შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანამ დაიწყოს ახალ წრეზე სიარული, რაც გულისხმობს არჩევნებისთვის ნდობის დაბრუნებას.

ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არჩევნებს დაუბრუნდეთ შინაარსი, ამისთვის კი, რაღაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ამისთვის უნდა შვთანხმდეთ არჩევნებთან დაკავშირებით ბევრ სხვადასხვა საკითხზე და შემდეგ, ამ დოკუმენტით უნდა გავაგრძელოთ პარლამენტში მუშაობა. ეს ჩემი აზრია. მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისე კარგად მოემზადოს ოპოზიცია, რომ შეძლოს თვითმმართველობის დონეზე დაამარცხოს "ქართული ოცნება." რა არის სხვა გამოსავალი ამის გარდა? ის გამოსავალი, რომელიც ამის მიღმა არის, არ არის გამოსავალი, ის არის ამ ქვეყნისთვის საუარესო სცენარი, რაც გულისხმობს ქაოსს და მე ამ ქაოსში მონაწილეობის მიღება არ მინდა,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები