17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ანა დოლიძემ სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ანა დოლიძემ, ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრთან" ერთად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების მოგვარების მიზნით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან აქცია - პერფომანსი გამართა.

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერის განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში უნდა დაემატოს მუხლი პანდემიური მდგომარეობის გამო სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის შესახებ. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლა უკვე შემოქმედებითად გავაგებინოთ ჩვენი ხმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას. იყო აქციები, იყო საკანონმდებლო ინიციატივები. დღეს პოლიტიკური პერფორმანსით, თავად სტუდენტები, იურისტები და ამავე დროს პროფესიონალი მსახიობები ეცდებიან გააგებინონ ხელისუფლებას იმ 75 000 სტუდენტის ხმა, რომელსაც ფაქტობრივად ეშლებათ ხელი საკუთარი მომავლის განვითარებაში, იმიტომ რომ ისინი დღევანდელ პირობებში ვერ მიიღებენ განათლებას," - ამბობს მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე. 

დღის ამბები