საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცებას ითვალისწინებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ იზრუნებენ ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფაში.
"ეს მემორანდუმი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის შესახებ დაინტერესებულ სტუდენტებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით კი, მათი სურვილია რაც შეიძლება ბევრჯერ მიიღონ მონაწილეობა ამ თანამსრომლობაში.