3 700 უბანზე მომუშავე "ლეიბორისტული პარტიის" ასობით წარმომადგენელი ხელფასს ვერ მიიღებს - შალვა ნათელაშვილის თქმით, მათ უბნებიდან 0 ხმა წამოიღეს და ხელისუფლებამ ისინიც მოისყიდა.
ხელფასებზე განკუთვნილი 67 000 ლარი კი დღეს შალვა ნათელაშვილმა უკან ჩაურიცხა სახელმწიფო ბიუჯეტს. ნათელაშვილი მოითხოვს ეს თანხა უფასო სასადილოების ბენეფიციარებს მოახმარონ.
"ლეიბორისტულმა პარტიამ" სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ ხელფასებისათვის ნულოვან უბნებზე. ანუ იქ, სადაც რეჟიმმა გაგვიყალბა არჩევნები ურცხვად, არ დაგვიწერა არც ერთი ხმა, ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს. მოვითხოვ ეს თანხა დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია ქრონიკულად შიმშილობენ," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.