"ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთან ონლაინ-რეჟიმში შეხვედრა გამართეს. ვუკ ჯერემიჩი წარსულში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტიც იყო.
"ლელოს" ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს სერბეთის ოპოზიციის გამოცდილება საპროტესტო მოძრაობის მიმართულებით.
შეხვედრისას განხილულ იქნა სერბეთის ოპოზიციის გამოცდილება 2018-2020 წლების სერბული საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში და სერბეთის ოპოზიციის მიერ 2020 წლის არჩევნების ბოიკოტირება, რაც ხელისუფლების უკან დახევითა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით დასრულდა. სერბმა და ქართველმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირის და აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი კრიზისის გადაჭრის პროცესში, ოპოზიციური ბრძოლის ტაქტიკები და შინაარსები, ისევე, როგორც სერბული და ქართული პოლიტიკური კონტექსტები.