03 ოქტომბერი 2024,   19:22
ვრცლად
პრემიერი ნიუ-იორკში ქართული ფილმების ჩვენებას დაესწრო

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში 23 სექტემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ფილმების პირველი რეტროსპექტული ჩვენების გახნის ცერემონიას დაესწრო. ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa) პრემიერი სიტყვითაც გამოვიდა. მისი თქმით, ეს არის პირველი ფართომასშტაბური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოეთ ამერიკაში წარდგენილია ქართული კინემატოგრაფია. 

„აღმოაჩინე ქართული კინო“, - ამ ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 45 ფილმი, მათ შორის ქართული უხმო კინო, საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა და ახალი ქართული ფილმები. რეტროსპექტივა MoMa-ში გაიხსნა ნიკოლოზ შენგელაიას უხმო ფილმით - „ელისო“. ჩვენებას პრემიერ-მინისტრთან ერთად გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მყოფ საქართველოს დელეგაცია დაესწრო. 

„საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კინომატოგრაფიის განვუითარებას. ჩვენთვის მიზანია წარსულის აღორძინება და ახალი მიმართულებების ძიება. ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ქართული კინოსა და კულტურის პოპულარიზაციისთვის მთელ მსოფლიოში. ის, რომ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქართული ფილმების ფესტივალს მასპინძლობს, ადასტურებს რომ ქართული კინომატოგრაფია მიმზიდველია მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს მან დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაზე მიემგზავრებოდა და კინოჩვენება დროზე ადრე დატოვა.

ჩვენებას პრემიერ-მინისტრთან ერთად გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მყოფ საქართველოს დელეგაცია დაესწრო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები