17 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - დეპუტატების ინფორმაციით, განხილვის თემა მომავალი წლის ბიუჯეტია

მეათე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა პირველ სხდომას მართავს. ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრები უკვე ერთი საათია დახურულ შეხვედრაზე იმყოფებიან.

პარტიის ინფორმაციით, თემა ბიუჯეტია. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი საკონმდებლო ორგანოში უკვე შესულია და ის პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

"უკვე განსაზღვრული არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც მთელი აქცენტები გაკეთდება. ეს არის სოციალური პოლიტიკა, ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება და აქვე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგან 2021-ის მეორე ნახევარში ჩვენ დაველოდებით იმას, რომ ეკონომიკა დაიწყებს ფეხზე დადგომას და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ იმ პროგრესს, რომელშიც ჩვენ ვიყავით კოვიდ კრიზისამდე," - განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა.

დღის ამბები