17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს

"ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარტიის ყრილობაზე ნიკა მელია თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს. მელიამ, რომელმაც ყრილობამდე ელექტრონულ კენჭისყრაში, ხმების თითქმის 65 პროცენტი აიღო, პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე გრიგოლ ვაშაძე შეცვალა.

"გამარჯვება დაიწყება აქ და ახლა. დიახ, "ნაციონალურ მოძრაობას", პოლიტიკურ ძალას - აღსავსეს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას დაგროვილი გამოცდილებით, ძალას - განახლების დიდი სურვილით შეპყრობილს, ძალას, რომელმაც გაიაზრა მიღწეული წარმატებების და დაშვებული შეცდომების არსებითი ასპექტები, აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

"ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ადამიანმა ვისთვისაც სულერთი არ არის როგორი იქნება "ნაციონალური მოძრაობა" ხვალ. როგორც ამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია ვაცხადებთ, რომ დიახაც, ეს პარტია ღია და საჯაროა ყველასთვის. სწორედ ამიტომ, ყველა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი საჯაროდ და თითოეული ჩვენი მოქალაქე, თითოეული ჩვენი გულშემატკივარი, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი ჩართული უნდა იყოს ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც მიიღებს პარტია," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები