17 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ენერგეტიკის სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია - რომან გოცირიძე

ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდაზე შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ რეგიონების შემდეგ შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდეს უკვე დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც.

"ენერგეტიკის სექტორი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად, უკვე არის იმ ზღვარზე მისული, როდესაც უკვე წამგებიანი გახდება ყველა და არამხოლოდ ენერგო-პრო, არამედ ამ მდგომარეობაში იქნება "თელასი" და ასევე სხვა ობიექტები ენერგეტიკის. ამაში პირდაპირ არის დამნაშავე საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი, რომლებმაც ამ დონემდე დაუშვეს ლარის გაუფასურება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

არ არის გამორიცხული ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. საუბარია მილიონ 200 ათასამდე აბონენტზე. სემეკს ამ მოთხოვნით "ენერგო-პრო ჯორჯია" მიმართავს, რომელიც ელექტროენერგიით რეგიონებს ამარაგებს.

კომპანია აცხადებს, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა აუცილებელია, რადგან დღეს მოქმედი ტარიფი, რომელიც 3 წლის ვადით 2018 წლის 1 იანვრიდან დადგინდა, ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს. კომპანია ამბობს, რომ თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და საინვესტიციო პროექტები, კომპანია ვერ განაგრძობს ოპერირებას და რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი. "ენერგო პროჯორჯია" პასუხისმგებლობას სემეკს აკისრებს და აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა გრძელდება მწვავე განხილვები არაერთ შეუთანხმებელ საკითხზე. ხვალ კომპანიის მოთხოვნას სემეკი სხდომაზე განიხილავს.

დღის ამბები