17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
"მსგავსებას ვხედავთ იმ ვითარებაში, რომელიც არის სერბეთში და რომელიც საქართველოშია შექმნილი ბევრი თვალსაზრისით" - ბადრი ჯაფარიძე

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე სერბეთის ოპოზიციის ლიდერთან გამართული მოლაპარაკებებისა და სერბეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოსა და სერბეთში შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში ბევრი საერთო რამ არის.

ბადრი ჯაფარიძი, თქმით, საქართველოს მსგავსად, იქ ჩატარებულ არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოიცხადა, თუმცა მოგვიანებით, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  ჩაენიშნა ვადამდელი არჩევნები 2022 წელს.

 "ძალიან მსგავსებას ვხედავთ ჩვენ იმ ვითარებაში, რომელიც არის სერბეთში და რომელიც არის საქართველოში შექმნილი ბევრი თვალსაზრისით. იქ იყო ამ წლის ივნისში ჩატარებული არჩევნები. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ მმართველი პარტია იქ აკონტროლებს ფინანსებს ძირითადად, აკონტროლებს მედიას, უთანასწორო საარჩევნო გარემო იყო, არასამართლიანი, შესაბამისად, სერბეთის ოპოზიცია ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, მართალია მეგობრების მხრიდან იყო მათზე ზეწოლა, მაგრამ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ არჩევნებს და არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ მოიპოვა 250 ადგილიდან 243 ადგილი, სადაც მმართველი პარტია სერბეთის და რამდენიმე მისი სატელიტი პარტია არიან წარმოდგენილი, დანარჩენი 7 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ერგოთ მათი კვოტით. ამის შემდგომ, 3 თვეში პრაქტიკულად, დაინიშნა იგივე პარლამენტის მიერ, ანუ მმართველმა პარტიამ გააცნობიერა რომ სერბეთს არანაირი პერსპექტივა არ ექნება ევროკავშირთან დაახლოების, თუკი იქ იქნება ერთპარტიული პარლამენტი, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაენიშნა ვადამდელი არჩევნები 2022 წელს.

2022 წლის არჩევნებამდე, იქ არის უზარმაზარი სამუშაო ჩასატარებელი, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის. აქ უკვე მედიატორებად ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის ჩართული არიან ევროპარლამენტარები,  მაგრამ იქ არის სწორედ მნიშვნელოვანი გარემოება ის, რომ მმართველმა ძალამ გააცნობიერა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, ჩანიშნა 2022 წელს, მაგრამ ეს პერიოდი დაკარგული კი არ იქნება, არამედ ამ პერიოდში უნდა იქნეს დიდი სამუშაო ჩატარებული ერთობლივად, ოპოზიციისა და მმართველი ძალის მიერ, იმისათვის, რომ 2022 წლის არჩევნები იყოს უკვე ჩატარებული სამართლიან პირობებში.

მთელი ოპოზიცია არის ახლა პარლამენტის გარეთ, შესაბამისად, მოლაპარაკებები იწარმოება პარლამენტს გარეთ არსებულ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, რომელიც არის მხოლოდ წარმოდგენილი პარლამენტში. ამ მოლაპარაკების საგანი არის ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნა, მათ შორის მედიის დამოუკიდებლობა, პარტიების დაფინანსების, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების და ა.შ.“ -  ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

 

 

 

დღის ამბები