ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ის სუბსიდირების გეგმა, რომელიც მომდევნო 4 თვის განმავლობაში მოქმედებს - გაგრძელდება და შესაძლოა, მთავრობამ გაძვირების შემთხვევაში ახალ გეგმაზეც იმსჯელოს. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილება სემეკმა უნდა მიიღოს.
"ტარიფების გადახედვა ეს არის სრულად სემეკის პრიორიტეტი და მისი უფლებამოსილება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სემეკმა მიიღოს დაბალანსებული გადაწყვეტილება, როგორც ბაზრის მონაწილეების, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
მოსახლეობის მოწყვლადი ფენებისთვის, ჩვენ მიმდინარე პერიოდშიც უკვე გვაქვს სუბსიდირების ღონისძიებები და ამ სუბსიდირებას გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ," - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა ლილუაშვილმა.