პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სრული ლოკდაუნი არ იგეგმება. გიორგი გახარიას თქმით, 3 იანვრიდან მხოლოდ ის ობიექტები დაიხურება, რომლებიც 24 დეკემბერს გაიხსნა.
"არაფერი იცვლება, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. არ იქნება არავითარი სრული ლოკდაუნი, არ იქნება შეზღუდვა გადაადგილებაზე ავტომობილით და ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბერს გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ. რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის. ამიტომ მეტი შეზღუდვა, მით უმეტეს, გადაადგილებაზე, არ იქნება, ეს არის ჭორები,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.