საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას მოუწოდა დროზე შევიდნენ პარლამენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისივე თქმით, მათ შემდეგ არჩევნებზე ამის შესაბამის შეფასებას მისცემს საზოგადოება.
"მე არავისთან არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში და არანაირი მოლაპარაკებების შესახებ არ ვიცი. ერთადერთი შეთავაზება მექნებოდა ოპოზიციასთან - დროზე შევიდნენ პარლამენტში და რა ვალდებულებაც დააკისრეს მათ ჩვენმა მოქალაქეებმა, ის აიღონ თავიანთ თავზე და შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ მათ შემდგომ არჩევნებზე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.