17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა 82 ხმით მიიღეს.

რიგგარეშე სხდომა სამი საათი მიმდინარეობდა. მიმდინარე წელთან შედარებით 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ხარჯების მოცულობა თითქმის 222 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - აქედან მესამედი პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისისთვის არის გათვალისწინებული. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი გამოწვევებს პასუხობს.

დღის ამბები