17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
ხელისუფლება ყველა ბერკეტის გამოყენებით განაგრძობს აქტიურ მუშაობას საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად - თეა ახვლედიანი

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2020 წელი შეაჯამა. თეა ახვლედიანმა 2020 წელი შეაჯამა. მაისი განცხადებით, წელს ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება შეიტანეს. დაიწყო ნდობის აღდგენისკენ მიმართული 36 ახალი პროექტი.

"პანდემიის დროსაც კი არ შეწყვეტილა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ადამიანების უკანონო დაკავებები, რის შედეგადაც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი მოქალაქეები - ირაკლი ბებუა, ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები ასევე მიმართულია შერიგების წინააღმდეგ და უკიდურესად ართულებს ჩვენს ძალისხმევას განვავითაროთ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან.

საქართველოს ხელისუფლება, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა აფხაზ და ოს ხალხებთან დიალოგის გაფართოებაზე ისაუბრა. 

"მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის, დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის," - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები