17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
არ გვაქვს დრო დაძაბულობის და რევოლუციური სცენარების, ის ვინც პარლამენტში შემოვა, იქნება საქმის კეთებაზე აქცენტირებული - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პარლამენტში ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შევლენ, რომლებიც საქმის კეთებაზე არიან აქცენტირებული. აღნიშნული განცხადება ირაკლი ზარქუამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ის, ვინც პარლამენტში შემოვა, იქნება საქმის კეთებაზე აქცენტირებული და იმაზე, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ უხერხული სიტუაციიდან. არ გვაქვს დრო დაძაბულობის და რევოლუციური სცენარების, გამორიცხეთ ეს. ვინც ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულადაა განწყობილი, რომ საქმეზე, მიზანზე და ამოცანის გადაჭრაზეა ორიენტირებული, ჩვენ მეოთხე რაუნდიც გვქონდა და მეხუთეც იქნება, ბუნებრივია. ეს იანვრის თვეში იქნება თუ ხვალ, არის ალბათ, ორივე მხარეზე დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს, ოპოზიციის უმრავლესობასთან, ანუ 8-იდან 5 პარტიასთან, კონსულტაციები ელჩების გარეშეც ჰქონდათ. ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ პროცესში "ოცნების" რამდენიმე წევრთან ერთად, პირდაპირ თუ ირიბად თავადაც მონაწილეობდა. უმრავლესობის ლიდერი ვარაუდობს, რომ 2021 წლის პირველ თვეებში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია შევა.

დღის ამბები