17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტში ხელფასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა ბაჩუკი ქარდავაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს იმის დასადასტურებლად, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლის სურვილი აქვთ ის ფაქტი მოჰყავს, რომ ზოგიერთმა მათგანმა საკანონმდებლო ორგანოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადებით უკვე მიმართა.

ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია ოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტში ხელფასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა ბაჩუკი ქარდავაა, რომელიც პარლამენტის დეპუტატი საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" სიით გახდა.

დღის ამბები