17 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ოჯახურ ძალადობაზე ჩვენი პოლიტიკა ვერ იქნება ლოიალური - მამუკა მდინარაძე ხუნდაძის ინიციატივაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ  პოლიტიკა ძალადობის მიმართ ვერ იქნება ლოიალური.

მდინარაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს.

"ამ განცხადებას ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის თანხმობა არ ექნება პირდაპირ გეუბნებით აქვე, გადაჭრით. პოლიტიკა ძალადობის მიმართ ვერ იქნება ლოიალური. შეგვიძლია მივუთითოთ სამართალდამცველებს, თუ მსგავსი შეცდომები ხდება პრაქტიკაში და ვიღაცის დაბრალების გამო შეიძლება ადამიანი ციხეში მოხვდეს, ეს ძალიან ცუდია და გასასწორებელი იქნება. ოჯახის ძალადობასთან დაკავშირებით  ჩვენი მიმართულება არ შეიცვლება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები