17 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
"ქართულ ოცნებასთან" ვაჭრობაში შეყოლა დამაზიანებელია, არ მემეტება არც "გირჩი"და არც ელისაშვილი ამ პარლამენტში შესასვლელად - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მას ხელისუფლების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია და ის ამის აზრს ვერ ხედავს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან "ქართულ ოცნებასთან" ვაჭრობაში შეყოლა ძალიან დამაზიანებელია.

"სანამ თვითმმართველობამდე მივალთ, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება, მოდის თუ არა კომპრომისზე საქართველოს მოქალაქეებთან და აპირებს თუ არა, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. საერთოდ რატომ დაიწყეს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ეს აკეთებს ოპოზიცური ერთობის დისკრედიტაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მათ გამოვგლიჯოთ რიგგარეშე არჩევნები.

მე ეს კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები ოპოზიციის ერთობას და კონკრეტულ პოლიტიკოსებზე თავს ვიკავებ ხოლმე ძალიან მკვეთრი შეფასებებისგან.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მემეტება არც ერთი ოპოზიციონერი პარტია, მათ შორის არც "გირჩი", არც ელისაშვილის პარტია იმისათვის, რომ იმ პარლამენტში შევიდნენ, რაც დღეს გვაქვს, მიმაჩნია, რომ "ქართულ ოცნებასთან" ვაჭრობაში შეყოლა ძალიან დამაზიანებელია. წამოვიდეს ხელისუფლება კომპრომისზე და ამის შემდეგ შეიძლება სხვა ოპოზიციასთან შეთანხმებით ვიმოქმედოთ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

დღის ამბები