საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია დღეს მოდელირებულ რეალობაში იმყოფება და არჩევნებში წაგებული ოპოზიცია არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს ქცევის წესებს კარნახობს.
"ოპოზიცია დღეს თვითონ იმყოფება მოდელირებულ რეალობაში, სადაც წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს უხევენ მანდატებს და კარნახობენ პირობებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შემდგომი გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს ადამიანები, რეალურად, ამ არჩევნებით პარლამენტში ვერ შევიდნენ და დღეს მოძღვრავენ თავის კოლეგებს ოპოზიციაში. პირიქითაც რომ ისაუბრონ პარლამენტში შეგვიყვანეთო, ისინი მაინც ვერ შევლენ არჩევნების შედეგით. შესაბამისად, ეს არის სწორედ საზოგადოების დეზინფორმაცია," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.