17 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
მოლაპარაკებების პროცესი ძალიან მალე მოიტანს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანო უკვე მრავალპარტიული გახდება - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ძალიან მალე ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა და მათ ის არგუმენტი, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს, აღარ ექნებათ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"ერთი თვის წინ ცესკო და სახელმწიფო ამბობდა იმ შედეგს რაც იყო არჩევნებზე და მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს მონაცემები სწორი არ იყო. მაშინ იყო შეკითხვა რა უნდა შეიცვალოსო. აღმოჩნდა რომ გაირკვა სიმართლე, ჩვენმა პარტნიორებმა მოისმინეს ჩვენი არგუმენტები და დღეს ოპოზიციას ის არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა ხელში აღარ უჭირავს. მათ რეალურად ჩამოერთვათ ბრალდებები, რომელიც არაფერზე იყო დაფუძნებული.

ასევე ამბობდნენ, მარტო იქნებით პარლამენტში და ჩვენ მაინც არ შემოვალთ თუ ახალ არჩევნებს არ ჩაატარებთო, ამ შემთხვევაშიც, დღეს თუ კითხვა არის რა შეიცვლება? მე ვიტყვი - ძალიან ახლოს არის ის მომენტი, როდესაც ოპოზიციას ჩამოერთმევა ეს არგუმენტიც რომ ისინი ჩვენ გვტოვებენ მარტო პარლამენტში, ვინაიდან, მე მგონია მოლაპარაკებების პროცესი ძალიან მალე მოიტანს იმას, რომ პარტიები შემოვლენ პარლამენტში, შესაძლოა ეს არ იყოს ყველა პარტია, მაგრამ რაღაც ნაწილი აუცილებლად შემოვა და პარლამენტი უკვე მრავალპარტიული გახდება," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები