17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
2020 წელი სავსე იყო გამოწვევებით, რომელიც პირველ რიგში პანდემიას უკავშირდება - მესამე სექტორი 2020 წელს აჯამებს

2020 წლის შეჯამებისას, არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, პანდემიაზე და პოლიტიკურ კრიზისზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტი გახდეს უფრო ძლიერი და მან რეალური კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობაზე. ასევე, სასამართლო სისტემას სჭირდება დახვეწა და ამ კუთხით ვისურვებდი, რომ სახელმწიფომ არ ჩათვალოს, რომ რეფორმები უკვე დასრულებული და წარმატებით შესრულებულია," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინდექსის” თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძე.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ძირითად გამოწვევად კვლავ პანდემია რჩება. 

"2020 წელი სავსე იყო გამოწვევებით, რომელიც პირველ რიგში პანდემიას უკავშირდება. ჩვენ შევძელით პანდემიის პერიოდში საკმაოდ აქტიურად გვემუშავა. IDFI-მ არაერთი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც უკავშირდებოდა პანდემიასთან გამკლავების საკითხებს," -აღნიშნავს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასაც აფასებენ და იმედოვნებენ, რომ პარლამენტი მომავალ წელს მაინც შეძლებს მთავრობაზე რეალური კონტროლის განხორციელებას.

"2020 წელს მთავარი გამოწვევები იყო, როგორც დემოკრატიული და პოლიტიკური თვალსაზრისით არსებული სირთულეები, ასევე ის სოციალური პრობლემები, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობისთვის სერიოზული პრობლემა იყო ის სამართლებრივი გზა, რომელიც ქვეყანამ პანდემიასთან მართვის კუთხით არჩია. ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტის დეკრეტით მთლიანად მოხდა დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე,"- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.

დღის ამბები