ამერიკის ელჩის კელი დეგნანის საახალწლო მილოცვას საქართველოს მოსახლეობისადმი, ქვეყანაში წინა წლებში მოღვაწე დიპლომატებიც შეუერთდნენ. მათ საახალწლო სურვილები ვიდეო-მიმართვაში ჩაწერეს.
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი საქართველოს ახალ წელს ულოცავს და ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად საქართველოში ელჩის რეზიდენციის თანამშრომლები ენატრება.
"ყველაზე მეტად, რაც მე და მარიელას გვენატრება საქართველოში, არის საელჩოსა და ელჩის რეზიდენციის შესანიშნავი ქართველი თანამშრომლები. ყველას გისურვებთ ბედნიერ დღესასწაულს და გილოცავთ ახალ წელს".
ჯონ ბასი და ჰოლი ჰოლცერ ბასი: გამარჯობა! მიხარია ჩვენი მეგობრების ნახვა საქართველოში. დღესასწაულებზე ძალიან გვენატრება საქართველო. რაც ყველაზე მეტად მენატრება დღესასწაულზე საქართველოში არის ჩემი ჩიჩილაკი. მე მენატრება სადღესასწაულო სუფრა ჩვენს მეგობრებთან ერთად. მე მენატრება ჩემი ქართული ენის გაკვეთილები. უნდა ვთქვა, რომ ყოველდღე მენატრება ლობიო და პური. "ბაყაყი წყალში ყიყინებს" გილოცავთ ახალ წელს!".
რიჩარდ ნორლანდი და მერი ჰარტნეტი: გამარჯობა! მე და მერის ყველაზე მეტად გვენატრება ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და მეგობრობა, ხშირად გიხსენებთ. ამ საშობაო ღამეს კიდევ ერთხელ მოვუსმენთ "ავე მარიას" ულამაზეს შესრულებას, რომელიც მისმა უწმინდესობამ, საქართველოს პატრიარქმა დაწერა. ჩვენ გვენატრება საქართველოს სულიერება და ხშირად ვიხსენებთ მონასტრებსა და ეკლესიებში ვიზიტებს ქვეყნის გარშემო, განსაკუთრებით კაცხის სვეტისა და ხევსურეთის სოფელ შატილის მონახულებას. გილოცავთ ახალ წელს!".
იან და ფრანჩესკა კელი: სალამი ჩიკაგოდან! ყველაზე მეტად რაც საქართველოში მენატრება, არის ხალხი, თქვენი კულტურის სიამაყისა და მტკიცე დამოუკიდებლობის შესანიშნავი შეგრძნება. მეც ხალხი მენატრება, მენატრებიან ჩემი მეგობრები და მენატრება ხაჭაპური. გილოცავთ ახალ წელს!".
ელიზაბეთ რუდი: რა მენატრება საქართველოში? ყველაზე მეტად მენატრება კავკასიის მთები, ჩემი საყვარელი ხარაგაული და რა თქმა უნდა, ჩემი ქართველი მეგობრები და ყველა ის ქართველი, ვინც საქართველოს ასეთ შესანიშნავ ქვეყნად აქცევს. გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ 2021 წელს!"
ჯეფ რენო: გამარჯობა! ყველაზე მეტაც რაც მენატრება საქართველოში, არიან ადამიანები, თქვენ გყავთ ყველაზე მშვენიერი ხალხი პლანეტაზე და ძალიან მენატრებით. "მე ხომ ყველაფერი შენთვინ მინდოდა".
კრისტინ რობერტსი და ჯიმ მორისი: ყველაზე მეტად რაც გვენატრება საქართველოში არის: ღვინო, ხაჭაპური და ხინკალი, ჭაჭა. გილოცავთ ახალ წელს!".
ბრიჯიტ ბრინკი: გამარჯობა საქართველო! რაც ყველაზე მეტად მენატრება საქართველოში არის ლამაზი ბუნება, გემრიელი საჭმელი და მშვენიერი ხალხი, ჩემი ოჯახი და მე გილოცავთ ახალ წელს! ჩვენს ყველა მეგობარს გისურვებთ საუკეთესოს 2021 წლისთვის და ვგულშემატკივრობთ თქვენს წარმატებას.
დეჟე ჰოლმსი: გამარჯობა მეგობრებო, მენატრება ვაკე და მზის ჩასვლა მთაწმინდაზე, მეგრული ხაჭაპური და აჯაფსანდალი, მენატრება ყველა თბილი ჩახუტება, რომელიც მაჩუქეთ საქართველოში. გილოცავთ ახალ წელს!".
ერინ მეი ჯერეტი: ყველაზე მეტად საქართველოში მენატრება ქართული სუფრა, რადგან ის აერთიანებს სამ საუკეთესო რამეს: ქართულ ღვინოს ქართულ საჭმელს და ჩემს ქართველ მეგობრებს. მენატრები საქართველო! გილოცავთ ახალ წელს!
ჯენ და ჯუდი იალოვიცი: ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო აშშ-ის საელჩოში, გისურვებთ მხიარულ, უსაფრთხო და ჯანმრთელ სადღესასწაულო სეზონს. ჩვენ დიდი სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოში გატარებულ წლებს. ვისურვებდით, რომ საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობა მოგვეცეს. კოვიდის პანდემიითა და სადავო არჩევნებით ეს ძალიან მძიმე წელი იყო ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ვაქცინები გზაშია და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ ქარიშხალს. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და იმედი გვაქვს, რომ უკეთეს პერიოდში გნახავთ მომავალ წელს. თბილი მოკითხვა კენი და ჯუდი იალოვიცებისგან.
ერინი და კეტრინი: გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ შობა-ახალ წელს".
ერინი: ასევე თუ ვინმემ იცით, როგორ მივიღო შატო მუხრანის შავკაპიტო ჩემს სახლში ვირჯინიაში, გთხოვთ, მაცნობეთ".