17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
აქციები, პარლამენტის ბლოკირება, არჩევნები, საკანონმდებლო ორგანოში ჯერაც მარტოდ დარჩენილი მმართველი პარტიის დეპუტაცია - როგორი იყო 2020 ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის

მომავალი წელი მნიშვნელოვანია პოლიტიკური თავლსაზრისით, რადგან 2020 ისე დასრულდა, რომ არ შედგა დაანონსებული მე-5 რაუნდი მხარეებს შორის. შესაბამისად ახლადშეკრებილი პარლამენტის ბედი 2021-ზეა დამოკიდებული.

იქამდე კი, ყველა პოლიტიკური პარტია ჯერ კიდევ მიმდინარე წელს მძიმეს უწოდებს. ამისთვისაც მათ საკუთარი არგუმენტები აქვთ - აქციები, პარლამენტის ბლოკირება, საპარლამენტო არჩევნები, საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი და ჯერ კიდევ მარტოდ დარჩენილი "ქართული ოცნების" დეპუტაცია, მე-10 მოწვევის პარლამენტში.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ განსაკუთრებული კრიზისი კორონავირუსმა და მათი შეფასებით, გაყალბებულმა არჩევნებმა გამოიწვია, თუმცა იმედოვნებენ, რომ მომავალი, 2021 წელი ამ კრიზისს დაასრულებს.

"მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა იყო კოვიდპანდემია და უშუალოდ საქართველოსთვის ეს იყო არჩევნები, სადაც დემოკრატიის ტესტი ფაქტობრივად ჩააფლავა ხელისუფლებამ. ვერ ჩააბარა ეს ტესტი, უფრო მეტიც, პირდაპირ სახეზე გვაქვს ჩვენ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ჩემთვის კარგი ამ წელს იყო ციხიდან გამოსვლა, თუმცა ციხეში შესვლაც ამ წელს იყო. მთავარი პოლიტიკური მოვლენა კი ჩემი აზრით არის ოპოზიციის ბოიკოტი, უპრეცედენტო და თან მესიჯის მატარებელი.

ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით მრავალპარტიულ პარლამენტს, მაგრამ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, რაც არის ავტორიტარიზმისკენ მკაფიოდ გადადგმული ნაბიჯი," - განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერისთვის მომავალ წელს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ პოლიტიკური ფასი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებაა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, 2020 წელს ყველაზე დიდი მოვლენა, რა თქმა უნდა არჩევნებია.

"ამ არჩევნების შედეგად პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. დღესაც იგივე სიტუაციია, რაც არჩევნებამდე იყო. უფრო მეტიც, ბოიკოტის რეჟიმში, პარლამენტი ერთპარტიული, მომავალი გაურკვეველი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ქვეყნის ცხოვრებაში გარდა 8 მარტისა, პოზიტიური მოვლენა არ ახსენდება.

"ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა ჩემი შვილიშვილი გაჩნდა და ეს იყო პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა 2020 წელს. ქვეყნის ცხოვრებაში კი მე ვერ ვიხსენებ, გარდა 8 მარტის შეთანხმებისა, რაიმე პოზიტიურ მოვლენას," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. 

უკვე არსებულ პრობლემებთან გამკლავება მთავარი გამოწვევა იქნება მომავალშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის.

"ოპოზიციამ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გადაწყვიტა, რომ დაეზიანებინა საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი და დემოკრატია. მათ სცადეს, რომ ჩირქი მოეცხოთ ჩვენი დემოკრატიისთვის, თუმცა ხალხმა თქვა, რომ 9 პოლიტიკური პარტია უნდა იყოს პარლამენტში," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

"თუ ვიტყვით, რომ დღეს პარლამენტი ერთპარტიულია, მაშინ დავექვემდებარებით "ნაცების" ნარატივს, აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ სიმართლე უნდა ვუთხრათ ხალხს. დღეს ეს პარლამენტი არის მრავალპარტიული. თუ ხვალ ოპოზიციას უფლებამოსილება შეუწყდება ან არ შეუწყდება, მერე ვილაპარაკოთ, დღეს შეცდომაა და "ნაცების" ნარატივია ვეძახოთ ერთპარტიული პარლამენტი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მძიმე წლის მიუხედავად, იყო საკითხები, როდესაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები კონკრეტულ საკითხებზე მაინც თანხმდებოდნენ.

 

დღის ამბები