აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდების დაწყებას პრემიერის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გამოეხმაურა. ნათია თურნავა ფაქტს ისტორიულს უწოდებს და საზოგადოებას შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდების დაწყებას ულოცავს.
"ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს – ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანს ტრანსადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდა," – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ნთია თურნავამ აღნიშნა, პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც.
„ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, როგორც ენერგოდერეფნის მასპინძელი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, იმ გეოპოლიტიკური მდებარეობის უკეთ გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ერთი წლის წინ იყო ტრანსანატოლიური მილსადენის ინაუგურაცია და ახლა სახეზეა პროექტის ლოგიკური დასასრული – ბუნებრივი აირი კავკასიიდან მიეწოდება ევროპას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.