კორონაპანდემია, რომ წლის მთავარი გამოწვევა იყო, ის ერთადერთი საკითხია, რაზეც პოლიტიკური ოპონენტები თანხმდებიან, თუმცა ვინ როგორ ებრძოდა ვირუსს - ამაზე პოზიციები არაერთგვაროვანია. პოლიტიკოსებს "კურიერის" კამერასთან უჭირთ იმის გახსენება, თუ რა იყო კარგი 2020 წელს.
საარჩევნო დარღვევებისა და ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსის გამო, ოპოზიციამ აქციები დაიწყო, ითხოვდნენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის ახლიდან დაკომპლექტებას და ხელახალი არჩევნებს. ამ მოთხოვნით ცესკოსთან მივიდნენ, აქცია წყლის ჭავლით დაშალეს.
ელჩების ოფიციალურ რეგალიეს ფასილიტატორის წოდებაც უკვე ოფიციალურად დაემატა. თუმცა, 8 მარტის პრეცედენტისგან განსხვავებით, მოლაპარაკებები, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო, ამ დრომდე - რაუნდიდან რაუნდამდე - კონკრეტული შედეგის გარეშე მიმდინარეობს. მმართველი პარტია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ აპირებს, ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს სწორედ ვადამდელ არჩევნებში ხედავს, ნაწილი კი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ შეთავაზებაში, რომელიც მათი შეფასებით მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. პარლამენტში შესვლა- არშესვლის საკითხი პოლიტიკოსებს შორის დღემდე სადავოა.
11 დეკემბერს მმართველი გუნდის მოლოდინი არ გამართლდა და ოპოზიციისთვის წლის მთავარი გამოწვევა ერთპარტიული პარლამენტია, მოვლენად კი არჩევნებსა და მას შემდეგ ოპოზიციის უპრეცენდენტო ბოიკოტს ასახელებენ.
2020 წელი გამორჩეული იყო ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებითაც, როგოც წინასაარჩევნო ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდში. პოლიტიკურ ჰორიზონტზე გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური პარტიები.
პატიმრების გათავისუფლება 2020-ში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული მოთხოვნა იყო. პოლიტპატიმრები უწოდა ოპოზიციამ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებსაც. მანამდე კი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა ახალგაზრდა ფეხბურთელის საზარელი მკვლელობა და ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების საქმე, რომელიც პროკურატურამ დახურა.
ძარცვა ისეთივე სცენარით, როგორიც ჰოლივუდურ ფილმებშია, გახსნილი ხელყუმბარით საქართველოს ბანკში შეჭრილმა ნიღბიანმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა. სპეცოპერაცია, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა, მშვიდობიანად დასრულდა. ესებუას დღემდე ეძებენ, სამართალდამცველებმა მხოლოდ მისი ძმა დააკავეს.