17 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
შენგენის ზონაში გასასვლელად გვჭირდება იმავე ორგანოების თანხმობა, ვინც გვიყალბებს არჩევნებს და თავზე გვამხობს ქვეყნიერებას - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ კანონის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე, კრიტიკულად აფასებს.

პოლიტიკოსი აღნიშნული კანონის მიღებას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

"დღეს შენგენის ზონაში გასასვლელად გვჭირდება იმავე ორგანოების თანხმობა, ვინც გვიყალბებს არჩევნებს და თავზე გვამხობს ქვეყნიერებას. პრაქტიკულად, იქნება რეზერვაცია, რომლის დატოვებაც, თავის საშველადაც კი, ხელისუფლების ნებართვის გარეშე, სპეცსამსახურების გარეშე, "ციცო დეიდა" კოორდინატორების გარეშე აღარ გვექნება," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები