17 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
სტაბილურობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საერთო ეროვნული ამოცანებია - ფრიდონ ინჯია

პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ მწვავე კრიტიკასთან ერთად, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი, საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული.  

"ეს არის ქვეყნის სტაბილურობა და ერთიანობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, დიპლომატიით. შეიძლება დაისვას კითხვა, ვფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნები გაყალბდა. თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები, მაგრამ როდესაც არჩევნების გაყალბების საფუძვლით არ შედიხარ პარლამენტში, ამას საფუძვლიანი მტკიცებულებები ესაჭიროება. ჩვენ კი ასეთი მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიებისგან ვერ ვიხილეთ.

მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული და თავისუფალი. იყო პრობლემები "საარჩევნო კოდექსშიც“, თუმცა, თავის დროზე არც ერთ პარტიას არ უთქვამს უარი ამ კოდექსის პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე. საბოლოოდ, პრობლემების მიუხედავად, ეს პარლამენტი, თავისი ცხრა პოლიტიკური პარტიით და უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნებით“ ასახავს ამომრჩევლის განწყობას და ნებას, რასაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ თვლის საკუთარ თავს გამარჯვებულად ან დამარცხებულად ამ არჩევნებში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. 

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. ინჯიამ პარლამენტში შესვლასთან ერთად "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა. 

დღის ამბები