17 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
"ახალგაზრდა თაობამ" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სახელზე კანცელარიაში წერილი შეიტანა 

"ახალგაზრდა თაობამ" სახელმწიფო კანცელარიაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სახელზე წერილი შეიტანა. ორგანიზაცია ითხოვს, დროულ რეაგირებას მიხაილ პეტრაკოვის დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნაზე.

ახალგაზრდა თაობამ წარადგინა ასევე შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს პეტრაკოვის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას. 

"მოვუწოდებთ შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საქმეთა მინისტრს, დროულად თქვას უარი სახელმწიფომ იგივე აბაშიძე-კარასინის ფორმატზე, მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, გააძლიერონ თავიანთი მისიები და არ დაუშვას, რომ ერთი მილიმეტრიც მიწა გადმოწიოს და ასევე, დროულად მოუწოდოს, გატაცებული ხალხის გათავისუფლება,“ - განაცხადა ”ახალგაზრდა თაობის” თავმჯდომარემ დავით დონერიანმა.

დღის ამბები