გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მიზანია, დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით მიაღწიოს, ამავდროულად ქვეყანა აგრძელებს აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი twitter-ში წერს.
"ახალი პარლამენტის მიერ მიღებულმა პირველივე კანონმდებლობამ საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით ვცდილობთ, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება," - წერს გიორგი გახარია.