17 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-ა, ხშირად პრობლემატურია ხელისუფლების მშვიდობიანი დათმობა - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი მოვლენები იმის მაგალითია, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების პირობებში მსგავსი კრიზისი სახელმწიფოებრივ რყევებს არ იწვევს.

მისივე თქმით, ეს იმის მაჩვენებელიცაა, რომ ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა პრობლემური შეიძლება იყოს. 

"ინსტიტუციები და დემოკრატიული ინსტიტუტები როდესაც მუშაობენ და როდესაც ადგილზე არიან, შედარებით უმტკივნეულოდ ხდება მსგავსი მძიმე სიტუაციის განმუხტვა და ეს არის ჩვენთვის მაგალითი, რომ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, დემოკრატია, რომ, თუნდაც ასეთმა რყევებმა მთლიანად სახელმწიფოებრივი რყევა არ გამოიწვიოს. ეს არის მაგალითი ჩვენთვის და, ასევე ის, რომ ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც შეერთებული შტატებია, ხშირად პრობლემატურია ხელისუფლების გადაცემა და მშვიდობიანი დათმობა,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ერთობლივ სხდომაზე არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ. დაიღუპა ოთხი ადამიანი. 

დღის ამბები