ახალი პარტიის, "ევროპელი სოციალისტების" სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია დაამტკიცეს.
"ჩვენი პარტიის მიზანი პირველ რიგში იქნება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება.
ვიქნებით კრიტიკული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენი მისწრაფებები უნდა ეფუძნებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას,"- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას "ევროპელი სოციალისტების" წევრმა დავით ზილფიმიანიმა კი განაცხადა, რომ მათი პარტია მომავალ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში მოვა.
"ყველა ჩვენი წინადადება მძაფრად არგუმენტირებული იქნება. ჩვენ შევქმნით ძლიერ საშუალო ფენას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემდეგ არჩევნებში და ხელისუფლებაში მოვალთ. აუცილებლად მივცემთ ხალხს სიამაყის საშუალებას" - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტების" წევრი დავით ზილფიმიანი.