17 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ნებისმიერი საკითხი, რომელიც კონსტრუქციულ ჩარჩოებს შეეხება, მზად ვართ ოპონენტებთან განვიხილოთ - გივი მიქანაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციასთან, ელჩების მონაწილეობით, კონსტრუქციული საკითხები განიხილოს.

გივი მიქანაძის თქმით, ოპონენტების მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა წითელი ხაზია.

"მაქსიმალურ კონსტურქციულ რეჟიმში მზად ვართ, რომ ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ ჩვენ ოპონენტებთან ერთად, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, გარდა იმ წითელი ხაზებისა, რომელზეც არაერთხელ გაცხადებული გვაქვს და რომელიც უკვაშირდება იმ პრინციპულ პოზიციას, რომელსაც ჰქვია 31 ოქტომბერს ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული თავისუფალი არჩევანის შედეგების პატივისცემა.

შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ წითელი ხაზების მიღმა შეიძლება იყოს და კონსტრუქციულ ჩარჩოებს ეხებოდეს, ჩვენი სრული მზაობაა და არაერთხელ გამოვთქვით ეს პოზიცია, რომ მოხდეს კონკრეტული საკითხების განხილვა, რაც უკავშირდება საარჩევნო სისტემის შემდგომ დახვეწას," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები