26 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
"ძალიან სამწუხაროა, რომ კონგრესმენის ზოგადი პასუხი ისე გამოიყენეს, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა" - მამუკა მდინარაძე გრეგორი მიკსის ინტერვიუზე

მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც, მისი შეფასებით, დამახინჯებულად გაშუქდა კონგრესმენის, გრეგორი მიკსის ინტერვიუ, თითქოს ის ამბობდა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ზოგადი პასუხი (რომელსაც ბუნებრივია ყველა ეთანხმება), ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ ისე იქნა გამოყენებული, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა.

პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა.." - წერს მამუკა მდინარაძე "ფეისბუქზე".

დღის ამბები