17 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი წარმომადგენლები აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებული წერილში საუბრობს ბიზნესის თავისუფლებაზე და იხსენებს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებს, როდესაც, მისი თქმით, ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა გაკონტროლებული იყო. 

წერილში აღნიშნულია, რომ დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ ბიზნესის წარმომადგენლები არც პოლიტიკურ განცხადებებსა და პოლიტიკასი მოსვლას ერიდებიან. 

"გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა, როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, - გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა.

არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს.

დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი,"- აღნიშნულია გამოქვეყნებულ წერილში.

დღის ამბები