ქვეყანაში შეზღუდვები 1 თებერვლამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მთავრობამ მიიღო.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების გახანგრძლივება მოგვცემს შანსს, რომ COVID-19-ის მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ.
"ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ მესამე ტალღაც, რასაც უძახიან, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ, ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, იმის გარანტია რომ გვქონდეს, რომ მესამე ტალღას გავუძვრებით და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება და ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაციაც, წამოგვეწევა სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე," - განაცხადა პაატა იმნაძემ.