17 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
დამფუძნებლის გარეშე დარჩენილი "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მეორედ წავიდა

ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებლობა "ქართულმა ოცნებამ" დღეიდან უკვე მარტომ - ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობის გარეშე აიღო. პარტიული თანამდებობის დატოვებასთან ერთად პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. 

ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლა რომ "ქართული ოცნებისთვის" გამოწვევაა, ამაზე მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანიც საუბრობს, თუმცა კახი კალაძის თქმით, ეს დამატებითი მოტივაცია იქნება იმ მიზნების განსახორციელებლად, რომელიც მმართველმა ძალამ ქვეყნის განვითარებისთვის დაისახა.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პოლიტიკიდან არა გამარჯვებულის, არამედ დამარცხებულის პოზიციიდან გავიდა. ოპოზიციური ძალების ნაწილმა ივანიშვილის წერილში მისი სამომავლო გეგმებიც ამოიკითხა, ნაწილისთვის კი ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკური თამაშია. 

პარტიის დამფუძნებელმა "ქართული ოცნება" 8 წლიანი მმართველობის პერიოდში 2-ჯერ დატოვა, თუმცა ამჯერად ღია წერილში გარკვევით განაცხადა, რომ ის 2011 წლამდე არსებულ ცხოვრებას უბრუნდება და პოლიტიკიდანაც და პარტიიდანაც მიდის.

დღის ამბები