"ქართული ოცნების" განახლებულ პოლიტსაბჭოში "კურიერის" ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძეც იქნება.
ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის დირექტორობიდან 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა, 15-დან 21-მდე იზრდება და მათი ვინაობა სრულად, 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.