საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი სირთულე დღეს ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც ჰქონდა საზოგადოების მაღალი ნდობა, რაც, შესაძლოა, პარტიის სხვა ლიდერებს ამ ეტაპზე არ აქვთ.
"სირთულე არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გამოკვეთილი ლიდერი, შესაბამისად, ჩვენთვის გამოწვევა არის ის, რომ პარტიას, საზოგადოებას ჰყავდა გამორჩეული ლიდერი, ხელმძღვანელი, დღეს კი პარტიას ეყოლება პოლიტიკური ლიდერები. შესაძლოა, საზოგადოებას ჩვენ მიმართ არ აქვს ისეთი ნდობა, განწყობა ან ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს,"-განაცხადა "ღამის კურიერში" არჩილ თალაკვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა აისახება თუ არა პარტიის რეიტინგზე - პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გუნდი თუ შეძლებს პრობლემების გადაჭრას, პოსტკოვიდურ პერიოდში, თვითმმართველობის არჩევნებში, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს.