პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება გამორჩეულ აქტს წარმოადგენს.
"აღარ სრულდება ოპოზიციის მხრიდან მტკნარი სიცრუეები, როდესაც ეძებენ უსაფუძვლოდ გაკრიტიკების შესაძლებლობას. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არანაირ კრიტიკას არ იმსახურებს, პირიქით, ეს წარმოადგენს განსაკუთრებულ და გამორჩეულ აქტს. ჩვენს ქვეყანას შეუძლია იამაყოს, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ქველმოქმედებაზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში " - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.