17 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
"მე ყველაში ვხედავ რესურსს და არავისზე ჩამიქნევია ხელი, ჯერჯერობით" - "გირჩის" წევრებს ალეკო ელისაშვილი ხვდება

ოპოზიციაში ინდივიდუალური კონსულტაციები დაიწყო. მიზანი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის პოზიციების შეჯერებაა. დღეს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "გირჩის" წევრებს ხვდება.

დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მოლაპარაკება.

როგორც "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, მოლაპარაკების რესურსს პოლიტიკური სპექტრის ყველა წევრთან ხედავს, თუმცა უპირატესობას ენმ-ს ანიჭებს.

იაგო ხვიჩიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა საკუთარ შეთავაზებაზე, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთგვარ პლებისციტად. მას აინტერესებს, თუ რა საწინააღმდეგო არგუმენტს უყენებენ ამ შეთავაზებას მოლაპარაკების მხარეები. 

"ჩვენ ყველას ველაპარაკებით. მე ყველაში ვხედავ რესურსს და არავისზე არ ჩამიქნევია ხელი, ჯერჯერობით. განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობაა" ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ის არის მთავარი ოპოზიციური პარტია, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია 27%-ით. მე მაინტერესებს, რა კონტრარგუმენტი აქვთ ჩვენი შეთავაზების წინააღმდეგ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოვიყენოთ ერთგვარ პლებისციტად და იმის შედეგების მიხედვით ვისაუბროთ იმაზე, თუ როდის დაინიშნება ახალი არჩევნები. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კონსტრუქციული წინადადება, რომელიც ჩემი ინფორმაციით, მოდის ფასილიტატორებიდან, უბრალოდ, მე მაინტერესებს, რა აქვს ამის საწინააღმდეგო "ქართულ ოცნებას" და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს," - განაცხადა "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები