17 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
გასულ კვირას მომხდარი დანაშაულებრივი თავდასხმა კოორდინირებულ და დაგეგმილ ხასიათს ატარებდა - ჯო ბაიდენი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ძალადობისკენ პოლიტიკური ექსტრემისტები და შიდა ტერორისტები ტრამპმა წააქეზა.

"გასულ კვირას მომხდარი დანაშაულებრივი თავდასხმა კოორდინირებულ და დაგეგმილ ხასიათს ატარებდა. ის განახორციელეს პოლიტიკურმა ექსტრემისტებმა და შიდა ტერორისტებმა, რომელიც ძალადობისკენ ტრამპმა წააქეზა.

დღეს წარმომადგენელთა პალატის წევრებმა გამოიყენეს მათ მიერ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ხმა მისცეს იმპიჩმენტის მოთხოვნას და პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხს.

ეს იყო ორპარტიული ხმის მიცემა იმ წევრების მიერ, რომლებიც პატივს სცემენ კონსტიტუციას და სინდისს. პროცესი გაგრძელდება სენატში. ხშირად მითქვამს, რომ ვერაფერს შევძლებთ ერთიანობის გარეშე.

არასოდეს ყოფილა ჩვენთვის უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ერის ერთად დგომა, ვიდრე ახლა. ასე რომ, უნდა გვახსოვდეს, ვინ ვართ ამერიკელები, რას ვუჭერთ მხარს და რისი გვჯერა,"- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები