17 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია აგებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" და "მოქალაქეების" შეხვედრა დასრულდა.  პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კორექტული ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს.

"თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია აგებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს? ხოლო თუ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებს იგებს და ამის შემდეგ ტარდება ახალი არჩევნები, რა არის ამაში პრობლემური და უსამართლო? ასევე, რატომ გამოჩნდება ოპოზიცია აქ დამარცხებული და დამცირებული?

ვისაც არ უნდა შევხვედროდი, ყველა პოლიტიკური პარტიიდან, არავის უთქვამს ჩემთვის, რომ მე სისულელეებს ვლაპარაკობდი და ეს არ უნდა გამეგრძელებინა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს შორის კორექტული ურთიერთობები არსებობს. გვინდა გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები და გავიგოთ, მათი წუხილები, ვგულისხმობ სხვა პოლიტიკურ პარტიებს,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები