17 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

სალომე ზურაბიშვილმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივებს ეროვნული დროშის დღე მიულოცა. ასევე პრეზიდენტმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლებს საჩუქრად სახელმწიფო დროშები გაუგზავნა.

 

დღის ამბები