16 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
დაჭრა სამტრედიაში - ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

დაშავებული ქუთაისში, საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მას ექიმებმა რთული ოპერაცია ჩაუტარეს და დაჭრილის გადარჩენა შეძლეს. ამ დროისთვის  მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

დღის ამბები